პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

0

10570548_690273437730402_2374879886421296465_nსაქართველოს პარლამენტმა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს 89 ხმით არც ერთის  წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. საპარლამენტო უმცირესობამ სასესიო დარბაზი კენჭისყრამდე დატოვა.

მინისტრთა კაბინეტის ახლადდამტკიცებული შემადგენლობა ასეთია:

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი – სოზარ სუბარი, გარემოს დაცვის მინისტრი – ელგუჯა ხოკრიშვილი, იუსტიციის მინისტრი-თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე, ეკონომიკის მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინინსტრი – პაატა ზაქარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, ფინანსთა  მინისტრი – ნოდარ ხადური, ევროპასთან ინტერგრაციის მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდომის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.

სხვა ახალი ამბები: