პარლამენტმა პრემიერს უფლებამოსილება შეუზღუდა

0

parlamentiპარლამენტმა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით, 103 ხმით ერთხმად დაამტკიცა.

მას მხარი უმცირესობამაც დაუჭირა. დამტკიცებული პროექტით, პრემიერ-მინისტრს ის უფლებამოსილება ერთმევა, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს “მიაბას”. ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებად მიიჩნევა და შესაბამისი პროცედურები ამოქმედდება.

ამავე პროექტით, კონსტიტუციაში ნარჩუნდება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ წინ არის.

სხვა ახალი ამბები: