პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

0

parlamentiპარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, 135 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, დღეს საღამოს პირველი მოსმენით დაამტკიცა.
რეალურ კენჭისყრამდე, ოპოზიციის მოთხოვნისა და უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა.
კენჭისყრა კითხვით – უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფ საკონსტიტუციო ცვლილებებს? მომხრე 93 იყო, ხოლო ქვორუმი 100.
სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ, რეალური კენჭისყრა ჩატარდა და ცვლილებებს სხდომაზე მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საკონსტიტუციო ცვლელებებით, პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებამდე, მთავრობის მოვალეობის შესრულებას გადაყენებული, თუ გადამდგარი მთავრობა გააგრძელებს.
ასევე, ცვლილებებით, თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს ითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, თუმცა პრეზიდენტის ეს უფლება იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როცა ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის უფლებას არ აძლევს.
ამას გარდა, ინიციატივით, პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნა ეკრძალება. ასევე, ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის ამკრძალავი ნორმის კორექტირებაც და კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.

სხვა ახალი ამბები: