პატიმარი ბელა როგავა- მეგის ქარდავას მორიგი მსხვერპლი

0

imagesმეგის ქარდავას მიერ პატიმართა წამების კიდევ ერთი ისტორიის შესახებ დღეს გაცხადდა.  ადვოკატ სალომე აბესაძის განცხადებით სამალავში აღმოჩენილ სკანდალურ ვიდეო მასალაში შესაძლოა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბელა როგავას წამების ამსახველი კადრებიც აღმოჩნდეს. სალომე აბესაძის განცხადებით ბელა როგავა არის მეგის ქარდავას მსხვერპლი, რომელიც 2008 წელს დააკავეს და სასურველი ჩვენების მისაღებად 11:00 საათიდან 02:00 საათამდე სხეულზე სიგარეტს აწვავდნენ.

“ბელა როგავა 2008 წელს დაიჭირეს და სასჯელს ქალთა ნომერ მეხუთე დაწესებულებაში იხდის. ბელა არის მეგის ქარდავას მსხვერპლი. მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ძალით მიაღებინეს ნარკოტიკი, რის შემდეგაც გაითიშა. ახლა ამ ფაქტებს იმიტომ ვაჟღერებთ, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ სამალავებში ვფიქრობთ ბელა როგავას წამების ფაქტებიც იქნება.“ – განაცხადა სალომე აბესაძემ.

სხვა ახალი ამბები: