პატიმარი, რომელიც ძმებმა ქარდავებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ალაპარაკდა

0

patimariადამიანი, რომელსაც უვადო პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მთავარ პროკურორს წერილს წერს, სადაც ცდილობს დაუსაბუთოს საკუთარი უდანაშაულობა და ყველა იმ პირს ასახელებს, ვისი ფიზიკური ზეწოლის შედეგად მას აღნიშნული დანაშაული “მიაკრეს”. აღნიშნული წერილი smo.ge-მ საკუთარი წყაროების მეშვეობით მოიპოვა. აღნიშნულ წერილიდან უკომენტაროდ გთავაზობთ ფრაგმენტებს:

“იმ დაწესებულებაში სადაც მე გამომამწყვდიეს (გლდანის 8 დაწესებულება) ყოველდღე შემოდიოდნენ სხვადასხვა პიროვნებები, რომლებიც ჩემგან მოითხოვდნენ სხვადასხვა დანაშაულებების აღიარებას. მცემდნენ და მაძალებდნენ დამესახელებინა ვინმე მკვლელი მეგრელი, რომელიც თითქოს თანამონაწილე იყო სხვადასხვა ტერორისტული აქტების მოწყობაში.

დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ჩამთან შემოვიდა ლევან ქარდავა და სხვა ხუთი უცნობი პირი, რომლებმაც გააგრძელეს ჩემზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. მთხოვდნენ დამესახელებინა ხუთი პიროვნება, რომელთა მკვლელობის შეკვეთებიც მქონდა თითქოს აღებული. უნდა მეთქვა, რომ შეკვეთილი მქონდა თენგიზ გუნავას, მეგის ქარდავას, ლევან ქარდავას, ვინმე ბარამიას და თემურ პატარაიას მკვლელობა. ამ ჩვენების სანაცვლოდ ლევან ქარდავა თავდებში მიდგებოდა, რომ მე სასამართლოზე 15 წელს მომცემდნენ.

მოთხოვნა იმდენად კატეგორიული იყო, რომ უარი შეიძლებოდა ჩემი განადგურებით დასრულებულიყო. ამიტომ დროის მოსაგებად სამი დღე ვითხოვე. მე იმდენად ვიყავი დასუსტებული რომ მეტ ზეწოლას ვერ გავუძლლებდი. ამ დროს კარანტინში ვიყავი. ლევან ქარდავამ შემოიყვანა კაბინეტში ვინმე “ვიქტორა”, რომელიც როგორც შემდგომ გავიგე ციხის უფროსის მოადგილე იყო და უბრძანა, რომ მე გადავეყვანეთ კამერაში, რომ კარგად მომეფიქრებინა შემოთავაზებული.

კამე3რში ხუთშაბათ დღეს ამიყვანეს, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს. მეორე დღეს კი ჩემთან მეგის ქარდავა მოვიდა. მან ვიქტორას კაბინეტში შემიყვანა და მკითხა ვიცნობდი თუ არა მას. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობდი. მან დამიწყო საუბარი ჩემს ოჯახზე, ჩემს დებზე, დედაზე, სიძეზე, მითხრა სად ცხოვრობდნენ, რას აკეთებდნენ, მიმახვედრა, რომ იცოდა მათზე ყველაფერი. კომპიუტერიდან ამოყარა მათი სურათები და მითხრა, თუ ამ ადამიანებისათვის ცუდი არ მინდოდა დავთანხმებოდი მათ შემოთავაზებულზე.

ბოლოს როდესაც მე ხმა არ ამოვიღე, ცინიკურად შემომხედა და შემეკითხა ვიყავი თუ არა გაუპატიურებული, რაც მე უპასუხოდ დავტოვე. შეკითხვა ისევ გამიმეორა, მერე დამიდო ფურცელი და მაწერინებდა განცხადებას სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ალეკო მუხაძის სახელზე, რომ მე არ ვიყავი გაუპატიურებული. მე ეს არ დავწერე. მეგის ქარდავა წამოხტა და ცემა დამიწყო. მერე შემოვიდა ვიღაც ახალგაზრდა, რომელმაც კითხა კარანტინის ოთახში ხომ არ ჩავიყვანოო. მან უპასუხა, ამას კიდევ დრო აქვს და ორშაბათამდე ვაცალოთო.

მე ორშაბათს მათთვის პასუხი უნდა გამეცა, კვირა საღამოს დრო მეწურებოდა. ვიცოდი, რომ თუ ორშაბათს პასუხს არ გავცემდი ქარდავები არ დამინდობდნენ და გადავწყვიტე თავი ჩემით მომეკლა. გავედი ტუალეტში და ვენები გადავიჭერი. შემდეგ მოვბრუნდი საკანში და ჩავწექი, სიკვდილს ველოდებოდი. ჩემს შემდეგ ტუალეტში შესულმა შოშიაშვილმა შეამჩნია სისხლი და მე მომიბრუნდა. მკითხა ეს რა სისხლიაო. მე უკვე გონებას ვკარგავდი და ძლივს ვუპასუხე ბუასილი გამისკდათქო. ამის მერე არაფერი მახსოვს.

მე დასახელებული ვიყავი დიმა კორძაძის საქმის თანამონაწილედ და ბრალი ძალით მაღიარებინეს. ჯინჯოლიამ. კახა კვარაცხელიამ და გია ბარამიამ მიმიყვანესს ბათუმის კონტრდაზვერვის შენობაში, ჩემი თავი გადააბარედს ჩემთვის უცნობ ორ პიროვნებას. მათ კი დამადეს ხელბორეკილები, ჩამსვეს მანქანაში და მთელი გზა მცემდნენ მანქანაშივე. იმავე საღამოს ჩამომიყვანეს თბილისში , როგორც მითხრეს შემიყვანეს ანტიტერორისტული სამსახურის შენობაში, სადაც დამკითხა ვინმე ზურა ჟვანიამ. სანამ დამკითხავდნენ შემიყვანეს ოთახში. მაგიდაზე ელაგა სხვადასხვა ხელსაწყო ელდრელი, დუბინკა, ბრტყელტუჩა. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა ახსნა დამიწყო, თუ რისთვის იყენებდნენ აღნიშნულ ხელსაწყოებს. მას უყურებდა და უსმენდა იმავე ოთახში მყოფი, გამომძიებელი ჟვანია. ამის შემდეგ გამიყვანეს სპეციალურ ოთახში სადაც ისე მცემდნენ, რომ ვითიშებოდი და ისევ ცემაში ვფხიზლდებოდი.

ქარდავები ჩემთან ორშაბათს არ შემოსულან, რადგანაც ამასობაში თავი მოიკლა პატიმარმა ოთარ როგავამ. რამდენიმე დღის შემდეგ მე შემიყვანეს ციხის მორგში და მაჩვენეს გარდაცვლილი ოთარ როგავა. ამით ჩემზე განახორციელეს საბოლოოდ გამანადგურებელი ზეწოლა. აქ ბოლოჯერ გამაფრთხილეს ძმებმა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი. ამის შემდეგ თვითგადარჩენაზე ვიზრუნვე და გადავწყვიტე დავთანხმებოდი მათ შემოთავაზებას!”

 

სხვა ახალი ამბები: