პატიმარი ქალებისგან ნაყიდი ბრილიანტის საყურეები სალომე მახარაძისთვის

0

საყურეები ბრილიანტის თვლებითყველა ციხის ყველა დირექტორი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს მუშაობდა, პასუხისგებაშია მისაცემი, აცხადებს ყოფილი პატიმარი და ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი ლალი ანთია გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბარში.
“პირადად მყავს ნანახი ქალთა კოლონიაში ზუგდიდის ციხიდან გადმოყვანილი პატიმარი ქალი, რომელსაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ სამხედრო პოლიციისა და კუდ-ს თანამშრომლები! პატიმარი ქალები ჯგუ-ჯგუფად გაჰყავდათ და უტარებდნენ ოპერაციას, რომლის დროსაც საშვილოსნოსა და საკვერცეებს აჭრიდნენ, ეს ხდებოდა შეგნებულად, ქართული გენოფონდის განადგურების მიზნით! სად ყიდდნენ პატიმრების ამოჭრილ ორგანოებს, ეს გამოძიებამ უნდა ჰკითხოს მედიკო ალანიას და მეხუთე რეფერალური საავადმყოფოს მაშინდელ მთავარ ექიმს კესო დანელიას! მედიკო ალანია, დრეს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მიშა ღურწკაიას მრჩევლად მუშაობს, მისი სიძე ალეკო გვემნატაძე კი, რომელიც “:ბილაინის” 30 ლარიან ტელეფონებს ციხეში 300 ლარად ყიდდა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ერთ-ერთი ციხის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია”,- აცხადებს ლალი ანთია.
გარდა ამისა, ლალი ანთია კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციაზე საუბრობს.
“ბაჩო ახალაიას პრესსამსახურის უფროსს სალომე მახარაძეს დაბადების დღე ჰქონდა. ქალთა კოლონიის თანამშრომლების სახელით საჩუქარი უნდა გაეგზავნათ, მაგრამ ფული ვერ მოაგროვეს, პატიმარ ქალს მობილური ტელეფონი ბრილიანტის საყურეებში გაუცვალეს და ის საყურეები ახალაიას პრესმდივანს გაუგზავნეს საჩუქრად! – ამბობს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: