პატრიარქმა მრევლს მოწყალების კეთებისკენ მოუწოდა

0

partiarqiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას მოწყალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა. “ძალიან ხშირად, ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი – იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი”, – ბრძანა ილია მეორემ.
ამასთან, როგორც უწმინდესმა აღნიშნა, თითოეულ ადამიანს ამ სამყაროში აქვს დანიშნულება, თუმცა მათ უპირველეს მიზანს უფალთან, ბუნებასთან და მოყვასთან სიახლოვე უნდა წარმოადგენდეს.
“უფალი ყველას და ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ტყუპები, შესაძლოა, გარეგნულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებული იყვნენ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ღვთის შვილები, შევქმნათ ახალი იდეები”, – ბრძანა უწმინდესმა.

სხვა ახალი ამბები: