პატრიარქმა მრევლს შენდობისაკენ მოუწოდა

0

patriarqi

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/shendobis-kvira.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ახლა არის მნიშვნელოვანი კვირა -შენდობის კვირა.

დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს შენდობისაკენ მოუწოდა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს საღამოს, 17.00 საათზე დაიწყება ლოცვა, საღამოს 18.00 საათზე კი შენდობის წესი შესრულდება.

მისივე თქმით, ამ კვირაში ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით პარაკლისების ნაცვლად შესრულდება ანდრია კრიტელის კანონები. მომდევნო დღეებში კი კვლავ პარაკლისების შესრულება გაგრძელდება.

ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მღვდელმსახურები დააჯილდოვა. მან დღესვე დალოცა ხუთი გვარი და ანსამბლი „ერისიონი“. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი.

 

სხვა ახალი ამბები: