პატრიარქმა ხობში სასულიერო ცენტრი გახსნა

0

002დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ფოთისა და ხობის ეპარქიას სტუმრობს.

დღეს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა. სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს სამი ტაძრის: ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის. აღნიშნული სამონასტრო კომპლექსი სამეგრელოს რეგიონში სასულიერო ცენტრი იქნება.

ხვალ კი პატრიარქი ფოთში გაემგზავრება, სადაც ფოთის საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრება. ფოთისა და ხობის ეპარქიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ უწმინდესი კონსტანტინოპოლში გაემგზავრება.

სხვა ახალი ამბები: