“პატრიოტების” ლიდერი ხვალ “ასავალ-დასავალის’ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

0

574691_144226609073870_1488164541_nსაზოგაროებრივი მოძრაობა “პატრიოტების” ლიდერი გიორგი მაზმანიანი ხვალ გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას მედიის თანდასწრებით გეგმავს. როგორც მაზმანიანი smo.ge-სთან საუბარში აცხადებს, საქმე ეხება პიროვნების ღირსებისა და პატივის შელახვას. გიორგი მაზმანიანი გაზეთის რედაქციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ხვალ შემაქვს სარჩელი გაზეთ ასავალ დასავალის წინააღმდეგ ჩემი პიროვნებისა და ღირსების შელახვის გამო,მოვითხოვ ამ გაზეთმა საჯაროდ მომიხადოს ბოდიში იმის გამო რომ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაავრცელა ჩემზე ამაზრზენი სტატია ჩემი პიროვნების დისკრედიტაციის მიზნით!”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე გიორგი მაზმანიანი

სხვა ახალი ამბები: