“პატრიოტები” და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ზუგდიდში შეხვედრებს გამართავენ

0

549174_148844571945407_1709727371_nსამშაბათს,2 აპრილს, მოძრაობა “პატრიოტები”-ს ლიდერები ზუგდიდში, ზუგდიდსა და მახლობლად განთავსებული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “პატრიოტების” ლიდერმა გიორგი მაზმანიანმა smo.ge-სთან საუბარში განაცხადა “პატრიოტები” სოფელ კახათს, ანაკლიას და კიდევ რამდენიმე დასახლებაში მივლენ.

“ჩვენი ლიდერები ანაკლიაშიც ჩავლენ,ასევე გამართავენ შეხვედრებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ასევე შემოგვიერთდებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ვაშაძე და მარიამ საჯაიაც და ერთად დავივლით სოფლებს და შევხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას”-აცხადებს გიორგი მაზმანიანი.

სხვა ახალი ამბები: