“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი 23 მაისს სამეგრელოში შეხვედრას გამართავს

0

11287380_767579400025302_602628366_n“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი მიმდინარე კვირას სამეგრელოს ეწვევა. ირმა ინაშვილი და “პატრიოტთა ალიანსის” სხვა ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, ზუგდიდში “პატრიოტთა ალიანსისა” და მისი ლიდერის მთავარი შეხვედრა ენგურ ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლშია დაგეგმილი.

მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაგეგმილია “პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდიის ორგანიზაციის შექმნაც, თუმცა ამ ეტაპზე პარტიის ლიდერი მხოლოდ ხალხთან შესახვედრად ჩამოდის.

ირმა ინაშვილთან შეხვედრა 23 მაისს, შაბათს 14.00 საათზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: