პენსიები საქართველოში 1 სექტემბრამდე ეტაპობრივად გაიზრდება

0

pensia1 აპრილიდან პენსიები იზრდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. 1 აპრილიდან ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე. 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.

1 სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე.
შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე.

სხვა ახალი ამბები: