პერფომანსი ენგურის ხიდზე: ,,არა! მცოცავ ოკუპაციას!“

0

1376347_560403597348469_1700944816_nმცოცავი ოკუპაცია საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტმა გააპროტესტეს.

აქცია-პერფორმანსზე სტუდენტებმა სიმბოლურად მსოფლიო ქვეყნების ლიდერები განასახიერეს.

„ჩვენ ამ აქციით მსოფლიო ლიდერებს მოვუწოდებთ, რომ დაგვიდგნენ მხარში. ორივე ძალიან მტკივნეული თემაა, რაც ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, ანუ რუსეთის ოკუპაციას რაც შეეხება. ვფიქრობ, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ და ამ ქვეყნის შვილმა საკუთარი აზრი უნდა თქვას. ის, რაც ხდება, არ შეიძლება ხდებოდეს. ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ, სამშობლოს სიყვარულის გამო არავინ დაგსჯით“, – განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აფციაურმა.

პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის გვანცა ხუციშვილის თქმით, ეს არის საქართველოს ტერიტორია და არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, მსოფლიო ლიდერებმაც უნდა ამოიღონ ხმა.

„დღევანელი აქციის მიზანი იყო, რომ ჩვენ ვამბობთ გადაჭრით „არა!~ მცოცავ ოკუპაციას“. ამით ვეხმაურებით დვანში მიმდინარე მოვლენებსაც და აქ სიმბოლურად მოვედით ჩვენი კონფლიქტის ხაზთან, რათა ამით მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, ყველა სტუდენტს რომ გავაქტიურდეთ, რადგან ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა შევძლოთ და ის დავიბრუნოთ, რასაც ერთიანი საქართველო ჰქვია“, – აღნიშნა შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ჭაბუკა ჯიქიამ.

ცნობისთვის: პროფკავშირების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის წინ დვანშიც გამართა.

სხვა ახალი ამბები: