პიარსა და მედიის თემაზე ბაკურიანში საერთაშორისო პროექტი განხორციელდება

0

piaaaarსაერთაშორისო პროგრამის Erasmus+ ის ფარგლებში ბაკურიანში ევროპის ხუთი ქყვეყნის მონაწილეობით ტრენინგი თემაზე – ,, Rul იnformation , Be paowerful“ გაიმართება. პროექტი იტალიური საერთაშორისო ოგრანიზაცია ,,YOUSARDINIA’’–სთან პარტნიორობითა და ასოციაცია ,,დრონის“ ორგანიზებით ხორციელდება, სადაც 30–მდე მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი, რომელიც 24 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით იმართება ინგლისის, იტალიის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი.

პროექტის ორგანიზატორის ლელა კიკალეიშვილის განცხადებით, ევროპიდან მოწვეული პიარ პრაქტიკოსები და ტრენერები კურსის მიმდინარეობისას მონაწილეებს გააცნობენ თანამედროვე პიარ ტექნოლოგიების ეფექტურ გზებს, შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი თუ კომპანიის იმიჯის ფორმირებისას, რეპუტაციის შექმნისას, რა შესაძლებლობებს აძლევს სოციალური მედია პოლიტიკურ პიარს, კერძო ბიზნესს და საჯარო პირს, რა ეფექტი მოაქვს ონლაინ პიარსა და მარკეტინგს საზოგადოებისთვის. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ მედიასთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ.

,,ფასილიტატორები დაეხმარებიან მონაწილეებს განივითარონ პიროვნული უნარ-ჩვევები, ისწავლონ ეფექტური პრეს–რელიზების წერა, კამერასთან მუშაობა, წარმატებული პიარ სტრატეგიის დაგეგმვა, რა ფორმით უნდა მომზადო პრეს კიტი, რა მეთოდები უნდა გამოყენო იმისათვის, რომ ხელი შეუწყო ორგანიზაციის დადებითი რეპუტაციის შექმნას საზოგადოებაში’’–განაცხადა პროგრამის კოორდინატორმა მარიამ დევიძემ.

პროექტის მიზანია დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, გააცნობიერონ პიარ სამსახურის ფუნქცია და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში; გაიგონ, თუ რას გულისხმობს პიარის პროფესია და რა უნარები მოეთხოვება პიარ მენეჯერს. შეისწავლონ კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის პრინციპები, მედია არხები, საკომუნიკაციო ინსტრუმენტები და მედიასთან ურთიერთობის სპეციფიკა. დაეუფლონ თანამედროვე, ევროპულ მეთოდებს და ისაუბრონ მედიის გავლენაზე თავიანთ ქვეყანაში.

სხვა ახალი ამბები: