პირველი არხის სინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

0
img_intro_news_bigსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება თავად ბერძენიშვილმა „პირველი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ბერძენიშვილის თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი გუშინ საღამოს საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში” იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიული განათლების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გახდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ბატონი ბარათშვილი არაერთხელ დამიკავშირდა და მთხოვა, იუსტიციის მინისტრის იურიდიული განათლების შესახებ რეპორტაჟი არ გასულიყო. ზოგადად, ბოლო პერიოდში აშკარად ხდებოდა მითითებების მიცემა, რომ ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად პოზიტიური კუთხით გაგვეშუქებინა, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა კერძო ტელევიზია. მაქსიმალურად ვცდილობდი, წარმოდგენილი ყოფილიყო ყველა მხარის პოზიცია და ერთ-ერთი ობიექტური ინფორმაციის წყარო ვიყავით. ბატონმა ბარათაშვილმა ადრე სხვა თანამდებობაზე გადასვლა შემომთავზა, რათა ჩემი ჩამოშორება მომხდარიყო საინფორმაციო სამსახურისაგან, თუმცა არ დავთანხმდი და როგორც ხედავთ, დღეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მე არსად ვაპირებ წასვლას და მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით,”- განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: