პირველი არხის საინფორმაციო სამსახურს სოფო მოსიძე უხელმძღვანელებს

0
sopoსაზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი სოფო მოსიძე 7 მაისს ოფიციალურად დაინიშნება.
აღნიშნულ ინფორმაცია სოფო მოსიძემ უკვე დაადასტურა.
„ვადასტურებ, რომ “მოამბის” უფროსი ვიქნები და ტელევიზიაში სამშაბათს მივალ. ჯერჯერობით არანაირ საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. ვრცლად სამშაბათს გავაკეთებ განცხადებას” – აცხადებს სოფო მოსიძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აღნიშნული თანამდებობიდან არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა ხათუნა ბერძენიშვილი გაათავისუფლა.

სხვა ახალი ამბები: