პირველი არხი ახალ სეზონს მრავალფეროვანი ტოქ-შოუებით გახსნის

0

1arxiსაქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ტყემალაძის განცხადებით მაუწყებლის ახალ სატელევიზიო სეზონში მაყურებელი იხილავს მრავალფეროვან ტოქშოუებს.

“არ დაიხურება არც ერთი ძველი პროექტი. ისინი ეთერში გავა განახლებული სახით, მეტიც საეთერო ბადეში გათვალისწინებულია ახალი თოქ-შოუები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს წინასაარჩევნო პერიოდში”, – აღნიშნულია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს “პირველი რადიოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თამაზ დავით პაიჭაძის გადაცემა “დიალოგი” და ეკა კვესიტაძის გადაცემა “აქცენტები” “პირველ არხზე” იხურება.

სხვა ახალი ამბები: