წალენჯიხის “კუდ”-ის ყოფილი შეფი smo.ge-ს ჟურნალისტებს ემუქრება

0

1371752245_580162_480251665399248_110544911_nწალენჯიხის რაიონის “კუდ”-ის ყოფილი უფროსი ზაალ ღურწკაია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ემუქრება. ყოფილი მაღალჩინოსანი საინფორმაციო სააგენტოს ვებ საიტზე მითითებული ნომრების საშუალებით დაუკავშირდა და პრეტენზია გამოთქვა იმ იმფორმაციაზე, სადაც მისი სახელი და გვარი ფიგურირებს.(იხილეთ ინფორმაცია http://smo.ge/?p=4706)  ზაალ ღურწკაიამ სააგენტოს მთავარ რედაქტორს მალხაზ ბასილაიას წყაროს დასახელება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანით დაემუქრა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ “კუდის” ყოფილი უფროსისა და საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რედაქტორს შორის გამართული დიალოგის ფრაგმენტებს.

ზ.ღ -გამარჯობათ, საინფორმაციო სააგენტოა?

smo -დიახ, და ვინ ბრძანდებით?

ზ.ღ -რატომ დებთ თქვენს საიტზე გადაუმოწმებელ ინფორმაციებს და კიდევ სულ ჩემზე რატომ იდება ინფორმაციები თქვენს საიტზე? რამე დაგიშავეთ?

smo -სულ თქვენზე არ იდება ინფორმაციები და როდესაც გვაქვს რაიმე სერიოზული ინფორმაციები ჩვენი წყაროებისგან, სადაც თქვენი სახელი და გვარი ფიგურირებს, მაშინ რათქმაუნდა გახსენებთ.

ზ.ღ – იცით მე რას გეტყვით? თუ არ დამისახელებთ პირადად მე იმ წყაროს, რომელმაც ჩემზე ბოლო ინფორმაცია მოგაწოდათ, მაშინ მე თქვენს საინფორმაციო სააგენტოს ვუჩივლებ.

smo – არა ჩვენ ჩვენს წყაროებს არ ვასახელებთ და არც თქვენ გქონდეთ იმედი იმისა, რომ თქვენთან პირადად დავასახელებთ ამ წყაროებს.

ზ.ღ – მაშინ მე გიჩივლებთ და ახლა თქვენ აირჩიეთ რომელი ჯობია. მე ჩემი გითხარით. ან წყაროს დამისახელებთ თქვენსას ან გიჩივლებთ.

smo – და გვაშანტაჟებ? ეს თქვენი ჩვეული ხერხია ალბათ, რასაც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმართავდით. და კიდევ ეს არის დანაშაული. თქვენ პირდაპირ გვემუქრებით და გვაშანტაჟებ!

ზ.ღ – მე ჩემსას მეტჯერ არ გავიმეორებ და გეუბნებით, რომ გიჩივლებთ.

smo – როგორც გენებოთ! ჩვენ წყაროს არ დავასახელებთ და მით უმეტეს თქვენ არ დაგისახელებთ!

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ერთ-ერთი იმ მაღალჩინოსანთაგანია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ზე ზეწოლას ახდენდა და “კუდ”-ის ჩვეული და “აპრობირებული” წესების თანახმად ჟურნალისტებს იძულებულს ხდიდა მისი ნების შესაბამისად ემოქმედათ. შესაბამის მტკიცებულებებს საინფორმაციო სააგენტო smo.ge უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. აღნიშნულ “წესებში” ჩართული იყვნენ როგორც “კუდ”-ის უფროსები, ასევე სხვა მაღალჩინოსნებიც, მათ შორის თვითმმართველი ორგანოების მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებიც!

 

სხვა ახალი ამბები: