“პირველ რიგში, ასახული კადრების ნამდვილობა უნდა დადგინდეს”

0
kbilashvili-archil_1125მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, დღეს გავრცელებულ კადრებს ექპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ს განუცხადა.
„ეს კადრები არის ერთ-ერთი მტკიცებულება აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს იქ ასახული კადრების ნამდვილობა, არამანიპულირება და არამონტაჟი. მას შემდეგ, რაც ეს დადგინდება, უკვე ყველა აღწერილ მოვლენას, რაც იქ არის ასახული, ჩვენ დეტალურად შევისწავლით და ბუნებრივია, იმის მიხედვით იქნება განსაზღვრული გამოძიების საბოლოო პოზიცია. თუ ეს გამოიწვევს შეცვალოს გამოძიების დღეს არსებული პოზიცია, ეს ასეც მოხდება, რადგან ჩვენი მიზანი არის ჭეშმარიტების დადგენა. თუ მეკითხებით პასუხიგებაში მისაცემ პირებზე ამ ვიდეო-მასალიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჯერ ექპერტიზა უნდა ჩატარდეს და შემდგომ მოხდეს შედარება ჩვენებებს შორის, გამორიცხული არაფერი არ არის”, – განაცხადა კბილაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: