“პლაჟზე სექსის” სკანდალურ განცხადებას გიორგი სიგუას თანამდებობა შეეწირა

0

10177293_675201002529885_12896189650116531_nსაქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური იტყობინება. ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა 4 აგვისტოდან ანუ ორშაბათიდან აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ იქნება. თავად გიორგი სიგუა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში უარყოფდა.

“ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ არის გადაჭარბებული, ისევე, როგორც ხმები ჩემი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. არსად არ მივდივარ, ბევრი საქმე მაქვს. ვაგრძელებ ჩეულებრივ რეჟიმში მუშაობას”, – აცხადებდა გიორგი სიგუა, თუმცა დღის ბოლოს ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დადასტურდა. ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური ბრძანებულება გიორგი სიგუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე გაიცა, რომელზეც ხელი ეკონომიკის მინისტრმა უკვე მოაწერა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ტურიზმის დეპარტამენტის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა სიგუამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

“უკაცრავად რაღაცას ვარკვევ და მერე გადმორეკეთ”-განაცხადა გიორგი სიგუამ. მოგვიანებით კი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სხვა ახალი ამბები: