პოლიკარპე ხუბულავას დღეს ზუგდიდში პირველი ვარსკვლავი გაუხსნეს

0

10658621_898425013503471_8501668044111933692_oდღეს ზუგდიდში ზუგდიდს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზის წინ უხუცეს ლოტბარსა და მეგრული და ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს პოლიკარპე ხუბულავას პირველი ვარსკვლავი გაუხსნეს. ხუბულავას სახელობის ვარსკვლავის გახსნას ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.

10647214_405748119572789_3006214161284076062_nკულტურის მინისტრმა ცნობილ ლოტბარს პოლიკარპე ხუბულავას კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, ხელოვნების ქურუმი გადასცა. პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავის გახსნას კულტურის მინიტრთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილიც დაესწრნენ.

პოლიკარპე ხუბულავა1924 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა, როცა მეგრული სიმღერების პატრიარქი ძუკუ ლოლუა გარდაცვლილა. დღეს პოლიკარპე ხუბულავას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. პოლიკარპე ხუბულავა ერთადერთი მომღერალია, ვინც  მეგრული სიმღერების დღემდე არსებული ყველა ვარიანტი იცის.