პოლიტიზირებული ორგანიზაცია თუ სწავლას მოწყურებულთა პროტესტი? (ვიდეო)

0

aaaqciaaaa“ზუგდიდის განვითარების ცენტრის” წარმომადგენლებმა და მოსწავლეებმა დღეს ზუგდიდიში საპროტესტო მსვლელობა და აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ტრანსპარანტებითა და შეძახილებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერიის შენობასთან მათივე ორგანიზაციის დაფინანსებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციების ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიებზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოგვიანებით კი პრესისთვის იმავე საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ. მან განაცხადა, რომ ზუგდიდის განვითარების ცენტრი პოლიტიზირებული ორგანიზაციაა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ფინანსდებოდა, თუმცა დღეს სულ სხვა დროა.

სხვა ახალი ამბები: