პოლიტიკური დაპირისპირება: რა ამბიციები ამოძრავებდა თენგიზ ჯგუშიას?

0

jgushiaზუგდიდის გამგეობის თანამშრომელმა თაზო ფაცაციამ ტელეკომპანია ”მეცხრე არხს” განუცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ჯგუშიას განზრახული ჰქონდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას მოკვლა, თუმცა მან მიზანს მხოლოდ სიმთვრალის გამო ააცილა. მისივე განცხადებით ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში დაიწყო და კულმინაციას ზუგდიდში მიაღწია.

”ჭირისუფალმა გამგეობის თანამშრომლები დაპატიჟა ქელეხზე და აქ დაუპატიჟებლად მოვიდა თენგიზ ჯგუშიაც. ჯგუშია იქცეოდა გამომწვევად და ცდილობდა რაიმე პროვოკაცოიაზე წამოეგო გამგეობის თუნდაც რომელიმე თანამშრომელი. ჯგუშია სუფრაზე ძალიან დათვრა. ამის შემდეგ მივიდა მერაბ ქვარაიასთან და სრულიად უმიზეზოდ დაარტყა ხელი. ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. თენგიზ ჯგუშია მერაბ ქვარაიას შეურაცყოფისთვის სოფლის მოსახლეობამ სცემა”-აცხადებს თაზო ფაცაცია

როგორც თაზო ფაცაციას ნაამბობიდან ირკვევა მერაბ ქვარაია, თავად თაზო ფაცაცია და თენგიზ ქობალია მიყვნენ თენგიზ ჯგუშიას კვალს. გამგეობის თანამშრომლის განცხადებით მათ უნდოდათ გაერკვიათ თუ რა მიზეზით დაარტყა ხელი გამგებლის მოადგილეს. ჯგუშიამ მათი მანქანა შენიშნა და სპეციალურად ისინი საკუთარ სახლთან ახლოს ერთ-ერთ ჩიხში შეიყვანა. ამის შემდეგ ის აჩერებს მანქანას და გადმოსვლისთანავე ისვრის მერაბ ქვარაიას მიმართულებით. თაზო ფაცაციას მტკიცებით თენგიზ ჯგუშიას ჰაერში არ გაუსროლია.თენგიზ ჯგუშია მერაბ ქვარაიას ლიკვიდაციას აპირებდა.

აღნიშნულ ფაქტს ჰყავს კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელიც იმავეს ადასტურებს, რასაც თაზო ფაცაცია. ამ ორი თვითმხილველისგან განსხვავებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს თენგიზ ჯგუშიასთან მყოფი პიროვნება. ჯგუშიას გუნდის წევრი და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ბეჟან შანავა ამ საქმეში ჯგუშიას  გამორიცხავს. ის ამბობს, რომ ყოფილი მაჟორიტარი თავდასხმისგან თავს იცავდა. იმავეს ამტკიცებს დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი განცხადებით თენგიზ ჯგუშია კარგი მსროლელია. მისი განცხადებით მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქვარაიას მოკვლა უნდოდა, საფუძველს მოკლებულია.

8 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს ინციდენტის მონაწილე მხარეები, თვითმხილველები და უბრალო ზუგდიდელები აფასებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას განცხადებით ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება.

”1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოცნდნენ ადამიანები, რომლებსაც აღიზიანებთ ის პროცესები რაც სწორედ ამ არჩევნებმა მოუპოვა ჩვენს ქვეყანას.სწორედ ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობის გზით ხელი შეუშალონ ახალ ხელისუფლებას მუშაობაში”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

როგორც ზუგდიდში ამბობენ თენგიზ ჯგუშიას პირადი ამბიციები ამოძრავებდა. სწორედ ამ მიზნით დაუპირისპირდა ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას მიზნის მიღწევაში წინ გადაეღობა. თენგიზ ჯგუშია ხშირად ახსენებდა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საზოგადოებაში ავრცელებდა აზრს, რომ მას სწორედ ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ლობირებდა. ჯგუშიას ”მეგობრების” სიაში მოხვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი.

მანანა კობახიძე თენგიზ ჯგუშიასთან მეგობრობას უარყოფს და აცხადებს, რომ მას თენგიზ ჯგუშია სულ ორჯერ ჰყავს ნანახი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ უარყოფს იმას, რომ ჯგუშიას მართლაც ჰქონდა ამბიციები და მას ზუგდიდში პარტიის ხელმძღვანელობა უნდოდა.

”ეს ადამიანი სულ ორჯერ მყავს ნანახი. ერთხელ პარლამენტში შევხვდი. მას უნდოდა ჩვენი პარტიის წევრობა და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეობაც, თუმცა მისი კანდიდატურა ჩვენ ნამდვილად არ განგვიხილია, პოლიტსაბჭოზე მსგავსი რამ არ მომხდარა. მე არ ვიცი ეს ადამიანი რით სარგებლობს და რაში იყენებს ჩვენს სახელს”-განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია ”მეცხრე არხთან” სატელეფონო საუბარში.

სხვა ახალი ამბები: