პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვა

0

policiaსამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ძებლის შედეგად ზუგდიდში მცხოვრები, 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც ადასტურებს. თეონა ჩარგაზია დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე,  სოფელ ნასაგურში იპოვეს.

გოგონა 28 ივლისს  დასთან ერთად ლილოს ბაზრობის  ტერიტორიაზე იმყოფებოდა, საიდანაც მოულოდნელად გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს დახმარებისათვის მაშინვე მიმართეს.

 

სხვა ახალი ამბები: