პოლიციამ სამ კილომდე “მარიხუანა“ ამოიღო

0

marxuanaსაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1987 წელს დაბადებული ალექსანდრე ლ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოძრავი “ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომანქანის დათავლიერებისას, საბარგულში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნედლი “მარიხუანა” აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 500 გრ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: