პოლიციაში ზაზა გოროზიას დაკითხვა მიმდინარეობს

3

gorozia_zazaვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას ამ დრომდე კითხავს. იგი რესტორან “ლა ტრუფეში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იკითხება.

შეგახსენებთ, რომ “ლა ტრუფეში” მომხდარი დაპირისპირების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები  გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ. მათ სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

თვითმხილველების განცხადებით რესტორანში  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც იმყოფებოდნენ. სააკაშვილმა და მერაბიშვილმა რესტორანი ინციდენტამდე რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

 

სხვა ახალი ამბები: