პოლიცია სოფელ ჭკადუაშიდან გატაცებულ გოგა კვარაცხელიას ეძებს

0

images

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/gataceba-chkaduashshi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] მეორე დღეა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან უგზოუკვლოდ დაკარგულ გოგა კვარაცხელიას ოჯახის წევრები და პოლიცია ეძებს. როგორც დაკარგულის მამა ელგუჯა კვარაცხელია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, გოგა კვარაცხელია ღამის ორ საათზე ოთახიდან ფანრიანად გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს. გოგა კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრია, რომელიც სოფელ ჭკადუაშის ყოფილ ბანაკში დროებით არის ჩასახლებული

“ჩემი შვილი ღამის ორ საათზე ფანარი აიღო და  ოთახიდან გავიდა. ჩვენ ოჯახის წევრები ტელევიზორს ვუყურებდით. ეზოს ბოლოში გვაქვს საპირფარეშო და იქ წავიდა. გავიდა ნახევარი საათი და არ ჩანს. ეს არ მომეწონა და გადავწყვიტე უკან გავყოლოდი. გოგა იქ არ აღმოჩნდა, თუმცა ფანარი იქვე საპირფარეშოსთან იგდო. ამით უკვე ნათელი გახდა, რომ გოგა გატაცებულია, თუმცა ჯერ არავინ არ დაგვკავშირებია.-აცხადებს გატაცებულის მამა.

მისივე ვარაუდით გოგა კვარაცხელიას გატაცების ორი ვერსია განიხილება. გატაცებულის მამა ელგუჯა კვარაცხელია მოტივად ფულის გამოძალვას ან პირად შურისძიებას ასახელებს.

“ფულის გამოძალვის მიზნით, რადგანაც გოგას სიძე ჰყავს ბიზნესმენი ანუ დის ქმარი, პირადი შურისძიება კი მისი ყოფილი ცოლის ნათესავებისგანაც იყო მოსალოდნელი, რადგანაც ემუქრებოდნენ.”-აცხადებს ელგუჯა კვარაცხელია.

smo.ge-სარწმუნო წყაროს ცნობით გოგა კვარაცხელიას დის ქმარი ინგლისელი ბიზნესმენია, რომელთანაც თავად გატაცებულს ხშირი კონტაქტი ჰქონდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებულია ადგილობრივი პოლიცია და მიმდინარეობს სამძებრო-ოპერატიული სამუშაოები. ზუგდიდის პოლიციაში სოფელ ჭკადუაშში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სხვა ახალი ამბები: