პოლიციის სამხარეო მთავარ სამმართველოებს ახალი ავტომანქანები გადაეცათ

0

10293700_661573500611319_7863260986662414729_oშინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხარეო მთავარი სამმართველოების ავტოპარკის განახლება დაიწყო. პირველ ეტაპზე სამინისტრომ 24 ერთეული ახალი ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ რეგიონებში მომსახურე პირად შემადგენლობას გადასცა. ახალი ავტომანქანები სამხარეო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა გადასცა. ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელებს გადაადგილებას გაუადვილებს და მათ მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.