პოლონური ჰოლდინგი „ტინეს კაპირალ ჯგუფი“ ზუგდიდში ინვესტიციას დებს

0

betoni_karxana_1პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგი, „ტინეს კაპირალ ჯგუფი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიცაის დებს, ინვესტორები კაპიტალის ზრდას სამომავლოდაც აპირებენ.

ჰოლდინგმა განვითარების მიზნით შეიძინა ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში მდებარე ბეტონის ქარხანა. კომპანია, თავისი უზარმაზარი გამოცდილებით მომავალში აპირებს აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბეტონის ქარხანას 23 ოქტომბერს 14 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და კომპანიის ხელმძღვანელები გახსნიან.

„ტინეს ჯგუფი“ მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება სრულად შეესაბამება საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას. კომპანიისთვის ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინება თუ  რა სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია საქართველოს, რომელმაც შესაძლებელია ქვეყანა გახადოს ყველაზე მიმზიდველი ტრანზიტული ჰაბი. ყოველივე ამ შესაძლებლობების გათვალისწინება „ტინეს ჯგუფს“, რომელსაც გააჩნია გამოცდილება ბეტონის წარმოების მიმართულებით აქვს სურვილი ქართულ ბაზარზე წარსდგეს, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მთავარი მოთამაშე.

„სოფელ კოკში ბეტონის წარმოებაში განხორცილებული ინვესტიცია არის კომპანიის აქტივობების პირველი ნაბიჯი ქართულ ბაზარზე. მაღალი ხარისხის ბეტონის ფილების წარმოება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ კონკურენტუნარიანი და უმთავრესი მოთამაშე ქართულ ბაზარზე.  ჩვენ გვაქვს ამბიცია ჩავერთოთ იმ მნიშვნელოვანი და მაღალი მოთხოვნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება“, – აცხადებს ტომას შუბა – ტინეს ჯგუფის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სლავომირ ნოვიცკის განცხადებით: „ჩვენ მზად ვართ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ისეთი მეგა პროექტების მშენებლობაში როგორიცაა რკინიგზის და მეტროს, ჰიდროელექტრო სადგურების და საზღვაო პორტების და ასვე ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მოწყობაში.“

ასევე, უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა.

საქართველოში ინვესტირება არის კომპანიის საერთაშორისო  საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილი. „ტინეს ჯგუფი“ განუწყვეტლივ აკეთებს აქცენტს ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებზე, რომელიც დამახასიათებელია ევრიპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის, ჩრდილო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის. ბოლო პერიოდში კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ისეთ პროექტებში როგორიცაა ვარშავის, კიევის, პეტერსბურგის, მინსკის, და ალმაატის მეტროს მოდერნიზაცია. ამჟამად, კომპანია ახორციელებს პოლონეთში, ლობც ფაბრიჟნაში ჩქაროსნული მატარებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს. მეორე მიმდინარე საპილოტე პროექტი კომპანიას გააჩნია რუსეთში, შერბინკაში, სადაც კომპანია აპირებს ააშენოს სწრაფმავალი რკინიგზის ლიანდაგი.

პოლონური საერთაშორისო ჰოლდინგი, „ტინეს კაპირალ ჯგუფი“ გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს როგორც სოციალური ასევე ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.  ჩვენი მისიაა ინოვაციურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება – ტინეს კაპიტალ ჯგუფი.