პოპულარულ ჯგუფ “VIA-GRA”-ს წევრი შესაძლოა ქართველი გოგონა გახდეს

0

viagraრუსეთში მოღვაწე ქართველმა კომპოზიტორმა და ცნობილმა პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ ერთ დროს პოპულარული ჯგუფის “ვიაგრას” ხელახლა შექმნა გადაწყვიტა. საამისოდ ის შესაბამისი მონაცემების მქონე განსხვავებული მონაცემებისა და გარეგნობის გოგონების შერჩევას ახალი რელითი-შოუს საშუალებით იწყებს.

კონსტანტინ მელაძე ცოტა ხანში რეალურ შოუს, სახელწოდებით “ხოჩუ ვია გრუ”-ს ერთ-ერთ პოპულარულ რუსულ არხზე დაიწყებს. რეალითი-შოუს ერთ-ერთი მონაწილე, ეროვნებით ქართველი ჯანეტ ქერდიყოშვილიც იქნება.

“კონკურსში რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან რამდენიმე ათასმა გოგონამ მიიღო მონაწილეობა, საბოლოოდ, 24 შეირჩა, მათ შორის ვარ მეც. კონსტანტინემ გოგონებისგან 8 ჯგუფი შექმნა ანუ თითოეულში სამ-სამი მოვხვდით. გუნდში ულამაზეს გოგნებთან ერთად აღმოვჩნდი. ერთი ყაზახეთიდან არის, შავგვრემანია, მეორე – უკრაინელია. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგანაც თავიდან გოგონებს რომ გადავხედე, სწორედ ამ ორმა მიიქცია ჩემი ყურადღება და გამიმართლა, რომ ჯგუფში სწორედ მათთან მოვხვდი. რაღაც კარგად მენიშნა, იქნებ ჩვენმა გუნდმა ფინალამდე მიაღწიოს”-აცხადებს ქართველი კონკურსანტი.

ფინალში გამარჯვებული სამი გოგო, რომელსაც შესაბამისი ტალანტი და გარეგნობა აღმოაჩნდება ახალი “ვიაგრის” სოლისტიც გახდება. ჯგუფ “ვიაგრას” ახალი სახეებით დაკომპლექტებას კონსტანტინ მელაძე სექტენბრისთვის გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: