პორტის თანამშრომელთა გაფიცვა ფოთში

0

portiდილიდან განახლდა ფოთის საზღვაო პორტის თანამშრომელთა გაფიცვა. პორტის თანამშრომლები არასათანადო პირობებში მუშაობას აპროტესტებენ და პორტის ადმინისტრაციისგან მათი მოთხოვნების უპორობოდ დაკმაყოფილებას ითხოვენ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნაში შედის მათთვის ხელფასების გაზრდა და სამუშაო დროის გადანაწილება.
“ზოგჯერ ოცდაოთხი საათი ისე გვიწევს მუშაობა, რომ ერთი საათიც არ გვღცება დრო იმისთვის რომ დავისვენოთ და წავიხემსოთ. რაჩ შეეხება ხელფასს მინდა გითხრათ, რომ ის საარსებო მინიმუმსაც არ უტოლდება. თუ არ მოგვარდება ჩვენი პრობლემები გაფიცვას არ შევწყვეტთ”-აცხადებენ ფოთის პორტის მუშები.
თავის მხრივ ფოთის პორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოტხოვნები ნაწილობრივ უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა ამის შესახებ ჯერ მათ არ იციან.

სხვა ახალი ამბები: