პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი ზუგდიდში შეწყვეტილია

0

saklaso otaxiზუგდიდში, მენინგიტის პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღებსა და 1-6 კლასებში სასწავლო პროცესი 27 მაისამდე შეწყდა. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის გონელ პაპავას თქმით, ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამ დრომდე მენინგიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„პრევენციის მიზნით, ჩვენ ყველა საჯარო და კერძო სკოლებს მივაწოდეთ ინფორმაცია შეეწყვიტათ სასწავლო პროცესი მე-2-ე და მე-6-ე კლასებში  და მოეხდინათ ამ ოთახების დამუშავება სპეციალური ხსნარებით, რომელიც რეკომენდირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – აცხადებს გონელ პაპავა.

მისივე განმარტებით, კლასების დასუფთავება პირველ ეტაპზე სკოლის ადმინისტრაციამ საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს.

„სასწავლო დაწესებულებებმა კლასების დასუფთავება თავად უნდა უზრუნველყონ. განსაკუთრებული ყურადღება კვების ობიექტებსა და სველ წერტილებს უნდა მიექცეს. ჩვენი სამსახური ამ ეტაპზე მხოლოდ მეთოდური რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება და თუ ამის საჭიროება შეიქმნება ,რა თქმა უნდა ჩავერთვებით.“, – ამბობს ნანა ოდიშარია.

ცნობისთვის, ინფექციური მენინგიტით დაავადების შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, საქართველოს მასშტაბით დღეიდან 27 მაისამდე სკოლებში მე-7 კლასის ჩათვლით და ბაგა-ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი შეწყდა.

სხვა ახალი ამბები: