პრეზენტაცია: ექვსასამდე ტაქსი და ახალი მუნიციპალური ბაზარი ანაკლიაში

0

anak2ჯერჯერობით უცნობია დღე და რიცხვი თუ როდის გადაიკეტება ოფიციალურად ანაკლიის ტურისტული ზონა, თუმცა ცნობილია გადაკეტვის ადგილმდებარეობა. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იარსებაბს ე.წ საზღვარი, რომლის გადალახვის უფლება მხოლოდ ე.წ “კაზანტიპის რესპუბლიკის” სპეციალური ვიზის მფლობელებს ექნებათ. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სოფელ ერგეტის საზღვრიდან ანაკლიამდე სპეციალური ტაქსები იარსებებენ, რომელთაც სპეციალური საშვები ექნებათ.

anak1anak3anak4ტაქსებისა და ანაკლიის ახალი, მუნიციპალური ბაზრის პრეზენტაცია 13 აგვისტოს, ოთხშაბათს გაიმართება.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პროექტების კოორდინატორის დავით კოდუას განცხადებით, ანაკლიის ტერიტორიაზე დაახლოებით 600-მდე მანქანა იმოძრავებს, რომლებიც სპეციალური საშვებით იქნებიან აღჭურვილნი. ტაქსის ფასი კილომეტრზე სავარაუდოდ 1 ლარი ეღირება.

რაც შეეხება ანაკლიის მუნიციპალურ ბაზარს, აქაც შემოღებულია სპეციალური საშვები, რომლის მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება აღნიშნულ ბაზარში ვაჭრობა. დავით კოდუას განცხადებით ანაკლიის მუნიციპალური ბაზარი 200 მოვაჭრეზეა გათვლილი.

სხვა ახალი ამბები: