პრეზიდენტის დაცვამ ზუგდიდი დატოვა

0

mishaპრეზიდენტის დაცვამ ზუგდიდი დატოვა. სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. მიზეზად ოფიციალური წყაროები უამინდობას ასახელებენ.

ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში უნდა ჩამოსულიყო. ის ღამის გატარებას ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში აპირებდა, რის შემდეგაც 9 აგვისტოს დილით თანმხლებ პირებთან ერტად წალენჯიხის რაიონში ტობავარჩხილს მოინახულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის დაცვამ დატოვა ზუგდიდის ტერიტორია, ადგილზე მაინც რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა ”ქალები მშვიდობისათვის” და ”დაიცავი საქართველოს” აქტივისტებმა გამართეს.

სხვა ახალი ამბები: