პრეზიდენტის ვიზიტებზე ერთი წლის განმავლობაში 2 336 857,14 ლარი დაიხარჯა

0

mishka“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ინფორმაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე 2 336 857,14 ლარი დაიხარჯა.

ორგანიზაციის მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან 405 104,43 ლარი გასული წლის იანვარში აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტებზე, მარტში 402 036,73 ლარი აშშ-სა და საფრანგეთში ვოიაჟზე, ოქტომბერში კი 169 991,94 ლარი ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე დაიხარჯა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში, ემირატებში, ბელგიაში, ჩეხეთში, უკრაინაში, სომხეთში, პოლონეთში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ავღანეთში იმყოფებოდა, რისთვისაც 600 912,6 ლარი გამოიყო.
IDFI-ს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის ივნისში ბრაზილიაშიც იმყოფებოდა, რისთვისაც მას 151 415,41 ლარი გამოეყო.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია სააკაშვილის ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს, თუმცა მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია.
„პასუხში არ არის მითითებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტების ხარჯები. ამასთან, ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებზე გაწეული ხარჯები” – განმარტავენ ორგანიზაციაში.

 

სხვა ახალი ამბები: