პრეზიდენტის წასვლამდე მისმა ადმინისტრაციამ რამდენიმე თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა

0

sasaxleპრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასაქმების მსურველთათვის 20–მდე თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის თანახმად, ადმინისტრაცია ვაკანსიას აცხადებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩევლის, საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ასევე საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის და სხვა თანამდებობებზე. ცნობისთვის, აღნიშნულ და ხვა ვაკანსიებზე საბუთების მიღების ბოლო ვადა 27 ოქტომბერია.

სხვა ახალი ამბები: