პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ქართველი ექიმები იზრუნვებენ

0

auuuuთურქეთში მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა. მკურნალობა მას სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. პრეზიდენტს მარჯვენა მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა მეჰმეთ დემირჰანმა გაუკეთა.

ქირურგებმა მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ. ჰოსპიტალის მედპერსონალის განცხადებით, ტრავმის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დრო დასჭირდება. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში 2 დღე გაატარა.

ტელეკომპანია “მეცხრე არხზე” გასული რეპორტაჟის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში საკუთრი სახელით და გვარით არ დარეგისტრირებულა, რადგანაც საავადმყოფოს მედპერსონალს ასეთი სახელის და გვარის ავადმყოფის შემოსვლა ჰოსპიტალში არ დაუფიქსირებია.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთი დღეს დატოვა და საქართველოში გამოემგზავრა. მის ჯანმრთელობაზე ქართველი ექიმები იზრუნვებენ.

სხვა ახალი ამბები: