პრეზიდენტი ანაკლიაშია: სააკაშვილის ვიზიტს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ

0

mishaდაახლოებით ერთი საათის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სასტუმრო ”ოქროს საწმისში” დაბინავდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. მიხეილ სააკაშვილი ღამეს ანაკლიაში გაატარებს.

საკურორტო სოფელში დაცვა გაძლიერებულია. როგორც წყარო იტყობინება, პრეზიდენტი ღამის ანაკლიაში გასეირნებასა და სანაპიროს დათვალიერებას აპირებს. სხვა ინფორმაცია პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ანაკლიაში პრეზიდენტის ვიზიტის გაპროტესტებას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალები მშვიდობისათვის” და ”დაიცავი საქართველო”. smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით ისინი ანაკლიაში უკვე შემოვიდნენ.

სხვა ახალი ამბები: