პრეზიდენტი აღდგომას კახეთში ხვდება, რამდენიმე დღეში კი ფოთში გვეპატიჟება

0

misha(4)საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ნააღდგომევს კი სააკაშვილი ფოთის საკათედრო ტაძარში გვეპატიჟება.

„ბავშვობაში აღდგომა იყო ერთადერთი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც ჩვენ ვიცოდით. მთელი წელი საგანგებოდ ვემზადებოდით ამისთვის. აღდგომა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, მომავლის გამარჯვება ცუდ წარსულზე. პირველად, ალბათ, ჩვენს მტერს 2008 წლის შემდეგ ახლა ჰგონია, რომ ახლოს არის იმასთან, რომ საქართველო საბოლოოდ დაამარცხოს, გაანადგუროს. მე ვფიქრობ, ის ძალიან ცდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, ჩვენ ავღორძინდებით, ჩვენ გავმთლიანდებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულს ოჯახთან ერთად, კახეთში ხვდება. მისივე თქმით ამაყობს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე დიდი ტაძარი აღადგინეს. „მე ამ დღესასწაულს ვხვდები ოჯახთან ერთად, კახეთში და ძალიან ვამაყობ იმით, რომ აქ, გარშემო რამდენიმე დიდი ტაძარი აღვადგინეთ ბოლო წლებში. აქ რამდენიმე ასეულ მეტრში არის ნეკრესის ულამაზესი, უძველესი, მონასტერი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მთელი შემოგარენით. აქვე არის გრემი, ალავერდი, რომელიც კიდევ გვაქვს დასამთავრებელი. რამდენიმე დღეში, ჩვენ ყველანი დავესწრებით ფოთის უზარმაზარი და ულამაზესი ტაძრის, ქართული აია სოფიას კურთხევას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სხვა ახალი ამბები: