პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ძალით ვერ დააპატიმრებენ

0

B4579288-6B94-4426-B648-00BB065450CC_mw1024_n_sსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მას ძალით ვერავინ ვერ დააპატიმრებს. მან ასევე განაცხადა, რომ ის ისევ აპირებს ქვეყნის მაშტაბით მოგზაურობის გაგრძელებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი მანქანით გადავაადგილდები. საქართველოს პრეზიდენტი თუ არ ეკუთვნის საკუთარ თავს, უმრავლესობის მხრიდან შესაბამისი განცხადებები უნდა გაკეთებულიყო. მათი განცხადებები კი ის იყო, რომ პრეზიდენტი უნდა გამოკეტო სასახლეში, უნდა შეუგზავნო პური და წყალი, რადგან მისი ნებისმიერი გამოსვლა აღქმული იქნება, როგორც პროვოკაცია. თუ პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს, მაშინ ის უნდა შეუშვა სასახლეში. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს სულ ცინიკური გამომეტყველება აქვთ სახეზე და არ ვიცი, ამდენი საღლიცინო ჩვენს ქვეყანაში რა დაგროვდა, რადგან სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე! თუ ერთმანეთს ვცემთ პატივს, მაშინ არ უნდა მომხდარიყო ტერორი ჩვენს დაცვის სამსახურზე, როგორც ეს ბოლო ხანს მოხდა. პირდაპირ მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბოლო ერთი კვირა ერთი მანქანით დავდივარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. გუშინ მეტროში ჩავედი. ძალიან მაინტერესებს, საიდან გაიგეს და 300 პლიციელი მოცვივდა. დღეს სასახლესთან ვინც ნახეთ, ყველას განცხადება აქვს დაწერილი და მათი სტატუსი გაუგებარია. მე თვითონ დავჯდები საჭესთან. დავდივარ სოფლებში და გავაგრძელებ ამ შეხვედრებს. ვერ ავიტან ბრალდებებს, რომ ბევრს ვხარჯავ, თან ზურგს უკან საუბარს, „ამაზე დაგვთანხმდი და მაშინ კიო”. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება დაპირების შესრულება. როდესაც კანონი მიიღეს, შემდეგ დაპირება არ შეასრულეს. ამ შენობაში თავზე თუ დავისვამ დაცვის სამსახურს, არ ვიცი და სხვა მხრივ ეს შენობა დაცვის სამსახურისთვის გათვლილი არ არის. სხვა მხრივ მე, როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს, დაცვის სამსახური მაღიზიანებს. ძალიან ცუდად მახსოვს, როგორ დამახტნენ თავზე გორში და მათრიეს. კი გვბომბავდნენ, მაგრამ ბომბს 30 კაცი რას უშველიდა, თავზე რომ დამახტნენ?! პუტინმაც და იმ ადამიანმაც უნდა იცოდნენ, ვინც შუშის იქედან მიმართავს ხალხს, მთელი ეს პერიოდი დავდიოდი და აწიც ვაპირებ სიარულს. ეს არ არის მეთოდი, რომლითაც ჩემი შანტაჟი შეიძლება”,– განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე მიმართა პოლიტიკურ ოპონენტებს: „პრეზიდენტს ძალით ვერავინ დააპატიმრებს, მორჩეს სპეკულაციები, საქმე აკეთეთ!”.

სხვა ახალი ამბები: