პრეზიდენტი დათა ახალაიას წერილს გამოეხმაურა

0

misha-saakashviliპრეზიდენტი დათა ახალაიას მიერ “ფეისბუქში” გავრცელებულ წერილს გადაცემა “პოზიციაში” გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, დათა ახალაიასთან არათუ კომუნიკაცია არ ჰქონია, არამედ ის საერთოდ ორ-სამჯერ შეიძლება ჰყავდეს ნანახი. პრეზიდენტის თქმით, რევოლუციის შემდეგ დათა ახალაია “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი არასდროს ყოფილა.

“ნაციონალური მოძრაობა” არ არის პიროვნულ ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. იგი პრინციპების გარშემოა გაერთიანებული”, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის დაშლის საფრთხე არ არსებობს.

“რაც შეეხება მის ძმას, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა ბევრი რამ შეიარაღებულ ძალებში”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის არ იყო ინფორმირებული, როდესაც ბაჩო ახალაია საქართველოში ბრუნდებოდა.

სხვა ახალი ამბები: