პრეზიდენტი და პირველი ლედი აეროპორტში დაცვის გარეშე მივიდნენ

0

581761_545187385511647_172086902_nსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პირველი ლედი სანდრა–ელისაბედ რულოვსი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის გარეშე, პრეზიდენტის კუთვნილი ელექტრომობილით მივიდნენ.

პრეზიდენტი სააკაშვილი ბაქოში მიემგზავრება, სადაც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

პრეზიდენტ სააკაშვილს დაცვა გუშინ დილიდან არ ემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ თავად პრეზიდენტმა მიიღო, რადგამ პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად საკუთარი დაცვის სამსახურის უფროსი დანიშნა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და აღმასრულებელ ხელისუფლებას დაექვემდებარა.

სხვა ახალი ამბები: