პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან

0
190262_448976501814674_1507386876_nსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან.

„ასეთი შეხვედრა დადებითი  მოვლენაა და რამდენადაც მე ვიცი, შეთანხმდა, რომ ისევ გაიმართება მსგავსი შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და გააიოლებს თანაცხოვრებას”,– განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი და პრეზიდენტი დღეს ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, მთავრობის კანცელარიაში შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით საათ ნახევარს გაგრძელდა. „ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის”- ასე შეაფასა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკება.

სხვა ახალი ამბები: