პრეზიდენტი დილით ტობავარჩხილში გაემგზავრა

0

tobaსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი ლაშქრობით ტობავარჩხილის ტბაზე დღეს დილით ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გაემგზავრა. ამის შესახებ სააკაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, თუმცა მას კონკრეტული ტბა არ დაუსახელებია.

“ბოლო ათი თვეა ვზივარ კაბინეტში და მეზიზღება ეს ფაქტი. არც არაფერი არ ხდება. კაბინეტში ჯდომაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არის. ამიტომ მივდივარ ახლა ტობავარჩხილის ტბაზე ფეხით. ოღონდ გავექცე კაბინეტს და აქაურობაზე ფიქრს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ტობავარჩხილის ტბაზე პრეზიდენტს თან ახლავს ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრიც. smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით ტობავარჩხილზე პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრა მომღერალისოფო ნიჟარაძეც.

ტობავარჩხილის ტბა წალენჯიხის რაიონში მდებარეობს.

სხვა ახალი ამბები: