პრეზიდენტი ზუგდიდშია, კახა მიქაია კი ზუგდიდის პოლიციამ დააკავა

0

ax3მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდშია. ის ზუგდიდის რეზიდენციაში სხვა, ალტერნატიული შესასვლელიდან შევიდა. ყოველივე ამას კი ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და სკანირებენ ”მიშა მკვლელი!” ”მიშა დატოვე სამეგრელო!”.

იმ მომენტში როდესაც პრეზიდენტის ესკორტი რეზიდენციაში შევიდა, არასამთავრობო ოგანიზაცია ”დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ რეზიდენციაში შეჭრა სცადა, რაც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა დროულად აღკვეთეს. კახა მიქაია ზუგდიდის პოლიციამ დააკავა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ღამეს ზუგდიდის რეზიდენციაში გაატარებს. აქციის მონაწილეები კი დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ რომ დილამდე რეზიდენციასთან დადგებიან და მოსვენების საშუალებას არ მისცემენ. ამ წუთებში ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან ხმაურია.

სხვა ახალი ამბები: