პრეზიდენტი მის ღია წერილზე დავით უსუფაშვილის განცხადებას, დიალოგზე უარის თქმად აფასებს

0
56618საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ღია წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, დიალოგზე უარის თქმად აფასებს. პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
“გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ღია წერილზე. გვინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა – დავიცვათ კონსტიტუცია და გავმართოთ დიალოგი საქართველოს პარლამენტში. დიალოგი არის საუბარი მხარეებს შორის. პრეზიდენტს სურს თავადაც ისაუბროს და მოისმინოს პარლამენტის წევრთა მოსაზრებები და მათი საპასუხო არგუმენტები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია, თუ პრეზიდენტს არ ეძლევა სიტყვით გამოსვლის საშუალება, თუ პარლამენტს საუბარი არ სურს, როგორ შედგება დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვების მიღმა, სამწუხაროდ, იკითხება ერთადერთი რამ – უარი დიალოგს”, – აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძე პრეზიდენტის სახელით იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და პრეზიდენტს კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტის ტრიბუნიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებისთვის მიმართვის საშუალებას მისცემს.

 

სხვა ახალი ამბები: