პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს

0

sasaxleსაქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, თუმცა თარიღზე შეთანხმებას პრემიერ-მინისტრის აპარატს სთავაზობს.

სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იქნება.

“ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აპარატის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი თარიღი პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმების შესაბამისად, მომავალ კვირას დანიშნოს.

უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება თავდაცვის მინისტრი. მიიღებს თუ არა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას პრემიერი, ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ახალი ამბები: