პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსობა ანდრო ბარნოვს ჩააბარა, ტყეშელაშვილი კი ამერიკაში გაუშვა

0

???????????????????????????????საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი დაინიშნა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განუმარტებით, აღნიშნული საკადრო ცვლილების მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით ტყეშელაშვილისთვის უცხოეთიდან მიღებული შეთავაზება გახდა. იგი პროფესიულ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის საერთშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე განაგრძობს და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო ოქტომბრის არჩევნები, ის წასვლას გეგმავდა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ დავით ტყეშელაშვილის თანამდებობიდან წასვლა არ უკავშირდება პოლიტიკას და პარტიასთან გამიჯვნას. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ათასგვარი ვერსია არ მოაყოლონ მის წასვლას. ტყეშელაშვილი რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა ამერიკაში, რათა კონტრაქტს ხელი მოაწეროს. პირველ რიგში, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მას იმ სამი წლის ნაყოფიერი მუშაობისთვის. პრეზიდენტმა ის წარამტებული საქმიანობისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა“,–აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა.

ჯერ–ჯერობით უცნობია შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ბარნოვს ვინ შეცვლის.

სხვა ახალი ამბები: