პრეზიდენტმა ანაკლია დატოვა

0

aqciaaaaa (1)”მიშა წადი სამეგრელოდან!” ”ანაკლია არ არის საროსკიპო, ანაკლია კურორტია!” ასეთი სახის შეძახილები ისმოდა რამდენიმე წუთის წინ ანაკლიის ცენტრში. არასამთავრობო ორგანიზაციები ”ქალები მშვიდობისათვის” და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერები, ლალი ანთია და კახა მიქაია სხვა აქტივისტებთან ერთად, ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს აპროტესტებდნენ.

პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა ანაკლია და ზუგდიდისკენ დაიძრა. შესაბამისად აქციის მონაწილეებმაც დატოვეს საკურორტო ზონა.

”პრეზიდენტმა ანაკლია დატოვა და ზუგდიდისკენ წავიდა. ჩვენც წამოვედით და მისი ესკორტის კვალს მივყვებით. არ დაუშვებთ, რომ მიშა სააკაშვილმა ისევ იჯეჯილოს ანაკლიის სასტუმროებსა და ზუგდიდის რესტორნებში. თავი დაგვანებოს, მიშა ვადაგასული პრეზიდენტია. რამდენჯერაც ფეხს დაადგამს სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში, სულ ასე გავაპროტესტებთ”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

სხვა ახალი ამბები: